SaturDay5
დადგა ივნისი და როგორც ყოველთვის ამინდები აგვისტოს თვისააა..
ცხელაააააა....
ზაფხული ის სეზონია, როდესაც თბილისში გაჩერება შეუძლებელზე მეტია, თუნდაც აუზებში და სხვა აქუა სერვისებში იაროთ. თბილისის ზღვას კიდევ ჩემი აბაზანა მირჩევნია 1001 თავით, ჯერ ერთი ტბააა და არა ზღვა და მეორე არ იწმინდება (შიგაა რაცააო)..
ნუ მოკლედ მხოლოდ მე და ჩემნაირ უბედურებს ვუთანაგრძნობ რომლებსაც ან სწავლა აქვთ და ან სამსახური.
ოცნების დროა:

წარმოიდგინეთ: ხართ ბათუმში, იღვიძებთ 7 საათზე 2 საათის ნამძინარევი, ირგვლის საოცრად განსხვავებული ჰაერია (ნესტიანი მაგრამ ძალზედ სასიამოვნო), ირგვლივ სიწყნარეა და უგემრიელესი ნიავი უბერავს. იცვავ შოლტებს, თხელ მაიკას და კეტებს (რათქმაუნდა სარბენათ) და მივუყვებით სირბილით სანაპიროს, ქალაქს თითქოს სძინავს გუშინდელი ღამის შემდეგ და თავს განსხვავებულად გრძნობ რომ იქ მარტო ხარ. რვისკენ უკვე გიერთდებიან სხვებიც ოღონდ ის მცირე ნაწილი ვინც იცის, როდის არის ზღვა ყველაზე სუფთა და კარგი ტემპერატურის. უკვე დაღლილი ერთი სული გაქვს როდის გააპობ წყნარ და ისეთ სუფთა ზღვას რომ პატარა კენჭებიც კი მოჩანს. იხდი კეტებს და გრილ ქვიშაზე ფეხშიშველი მიაბიჯებ, ზღვიდან მარილის სუნი ოდავ წაჰკრავს გრილ ნიავს და თითქოს ზღვის გემო უკვე იცი, სანამ მასში შეცურავ, შემდეგ ნელ-ნელა ეჩვევი მის ტემპერატურას და გული ისე გიჩქარდება, რომ მისი ხმა გესმის, ოღონდ ამ ყველაფერს მუღამი დაეკარგება თუ ცურვა არ იცი. როდესაც ზღვაში ხარ ორგანიზმი გთხოვს რაც შეიძლება შორს, ძალიან შორს შეცურო, კუნთებში თითქოს დაღლილობა ქრება და ახალი ძალით იმუხტები, თითქოს რაღაც უზარმაზარს შენი სხეული ისაკუთრებს და მართავს, თან დიდი ინტერესიც გაგსდევს იმისა თუ რა ხდება შენს ქვემოთ.
როდესაც ზღვა თავს მოგაბეზრებს და თუ მზეც ჯერ არ გამოჩენილა მაშინ დრო უნდა იხელთო და გაირუჯო..
გაგეცინათ ?
აუცილებელი არაა რომ მზე მთელი სიმძლავრით გაჭერდეთ რომ ზაგარი მიიღოთ და ეს ასეც არაა რადგან ასეთ დროს უმეტესად კანი იწვის ვიდრე ირუჯება და მერე კანაქერცლილმა ბომჟივით უნდა იარო. ყველაზე კარგი სიტუაცია მაშინაა როდესაც თითქმის დილაა და მზეს ჯერ კიდევ არ გამოუნათებია, რადგან მისი სხივები მაინც აღწევენ შენამდე, მაგრამ არ იწვები.

ამის შემდეგ ყველა თავისებურად ატარებს დროს მაგრამ მე ისევ იქვე ახლოს ყოფნას ვამჯობინებ პატარა ფაცხაში ვანილის და მარწყვის ნაყინით.
საღამოს უმეტესობა სახლებში მიდის ოღონდ რათქმაუნდა ბათუმის მაცხოვრებლები, მაგრამ დამსვენებლებისთვის გართობა მაშინ იწყება და 4-5 საათამდე გრძელდება. მართალია ამ ხელისუფლებას ბევრ რამეს ვემდური, მაგრამ იმას ნამდვილად ვაფასებ რომ ბათუმი ასეთი ლამაზი და კეთილმოწყობილია.

მორჩა ოცნებები :) ეხლა ჯობია წიგნებს მოვკიდო ხელი, გამოცდები მაქვს ეს თვე და მერე შეიძლება ამის ბედნიერებაც მქონდეს.. »

FriDay4
რამოდენიმე დღეა რაც დაიბეჭდა წიგნი "ჯანსაღი კვება" და სწორედ ამ წიგნზე მინდა გესაუბროთ.
წიგნი ეკუთვნის საქართველოს ნუტრიციოლოგთა ეროვნულ ასოციაციას და შეიცავს ბევრ ისეთ ინფორმაციას, რაც აუცილებელია სპორცმენებისთვის.
ესეთია გარეკანი:

დიზაინი და დაკაბადონება ეკუთვნის ჩემს ჯგუფს:

რაც შეეხება წიგნს, მე პირადად ძალიან გამიხარდა რომ ვიღაცამ გადაწყვიტა ასეთი ინფორმაციების შეკრება, რომლებიც დადასტურებულია ექიმების მიერ.. მე ვვარჯიშობ ტრენაჟორებზე და ვცდილობ სხეული სასურველ ფორმაში მოვიყვანო და ამის შესახებ ბევრი საინტერესო ინფრომაცია წავიკითხე, მაგ: როგორ უნდა ვიკვებო, როგორ აღვიდგინო დახარჯული ენერგია, რა რაოდენობით სითხეები მჭირდება ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და შემდეგ, რა ვიტამინები და ენერგორესურსები არსებობს და რომლებია მათგან ყველაზე ეფექტური და უკურეაციების გარეშე, დროების განაწილება, სხეულის წონის კონტროლი..
ეს ყველაფერი ჩემთვის :) წიგნში ასევე გამოადგება ხალხს ვინც ზრუნავს ჯანმრთელობაზე და ფორმაში ყოფნაზე, ასევე დიასახლისებს არ მოაკლონ შვილებს საჭირო ვიტამინები და სხვა ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ელემენტები. წიგნში მოცემულია ცხრილები რა პროდუქტი რა რაოდენობით შეიცავს ამა თუ იმ ვიტამინებს,ცილებს,ცხიმებს და სხვა.
ეს წიგნი ასევე დაგეხმარებათ აიცილოთ სხვადასხვა სახის დაავადებები რომლებიც ყველაზე ხშირია არასწორი კვების გამო..

რეკლამას ვუკეთებ არამარტო იმიტომ რომ მის შექმნაში მივიღეთ მონაწილეობა, არამედ იმიტომაც რომ მართლაც აუცილებელი და საჭიროა როგორც სპორცმენებისთვის ასევე ნაკლებად აქტიური ადამიანებისთვის..

წიგნის შეძენის მსურველებმა მიაკითხეთ: ვაჟა ფშაველას და ასათიანის ქუჩების კვეთაში, სამედიცინო ინსტიტუტის რექტორატის შენობა, სამედიცინო წიგნების მაღაზია.
ტელ: 899 16 56 06 »

FriDay4
თემას ვწერ ქალბატონ ეკატერინესთვის (ლექტორი საინფორმაციო წიგნიერებაში)

აშშ-ის მეორმოცე პრეზიდენტმა რონალდ უილსონ რეიგანმა 1967–1975 გაპრეზიდენტებისთანავე ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური ინიციატივები წამოაყენა რაც გულისხმობდა ბიზნესის რეგულაციის შემცირებას, ინფლაციის კონტროლს, სამთავრობო ხარჯების შემცირებას და გადასახადების შემცირებით ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას. რადგანაც ის პროფკავშირებთან დაპირისპირებისას მკაცრ პოლიტიკას ატარებდა, მასზე თავდასხმა მოხდა და დაიჭრა, ოღონდ სასიკვდილოდ არა. რეიგანმა საბჭოთა კავშირს (რომელმაც თავისი აგრესიული და სასტიკი საომარი ქმედებებით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს) საჯაროდ უწოდა „ბოროტების იმპერია“ და უარი თქვა დაძაბულობის შენელების პოლიტიკაზე. აშშ-ის სამხედრო პოტენციალი გააძლიერა და მსოფლიოს გარშემო ანტიკომუნისტურ მოძრაობებს დაუჭირა მხარი. »

TuesDay1
მაშინ როდესაც ყველაზე ცუდ ხასიათზე ვარ...
(საერთოდ ესეთი ტიპის მუსიკებს ვერ ვიტან:) მაგრამ ითს ენადერ.)

Your fingertips across my skin
The palm trees swaying in the wind images
You sang me spanish lullabies
The sweetest sadness in your eyes clever trick

Well i?d never want to see you unhappy
I thought you?d want the same for me

Goodbye my almost lover
Goodbye my hopeless dream
I'm trying not to think about you
Can't you just let me be?

So long my luckless romance
My back is turned on you
Should've known you'd bring me heartache
Almost lovers always do

We walked along a crowded street
You took my hand and danced with me in the shade
And when you left you kissed my lips
You told me you would never ever forget these images no

Well i?d never want to see you unhappy
I thought you?d want the same for me

Goodbye my almost lover
Goodbye my hopeless dream
I'm trying not to think about you
Can't you just let me be?

So long my luckless romance
My back is turned on you
Should've known you'd bring me heartache
Almost lovers always do

I cannot go to the ocean
I cannot try the streets at night
I cannot wake up in the morning
Without you on my mind

So you're gone and i'm haunted
And i bet you are just fine
Did i make it that easy to walk
Right in and out of my life?

Goodbye my almost lover
Goodbye my hopeless dream
I'm trying not to think about you
Why can't you just let me be?

So long my luckless romance
My back is turned on you
Should've known you'd bring me heartache
Almost lovers always do.. »

TuesDay1
არ მიყვარს წიგნების კითხვა. უბრალოდ ისეთ ფსიქოლოგიურ დონეზე ვარ, რომ ამხელა ვირტუალური სამყაროს შემდეგ პატარა ფურცლების გროვას რომ ვუყურებ ისეთი ცუდი გრძნობა მეუფლება, რომ რაც შეიძლება შორს მინდა მოვისროლო ის..
მაგრამ: ვისრუტავ ყველანაირ ინფორმაციას, ვეძებ სტატიებს, ვკითხულობ ისტორიულ ნაწარმოებებს და რაც ყველაზე მეტად მომწონს მივსდევ ბლოგებს.

მე ერთერთი ყველაზე ძველი, მაგრამ ყველაზე ნაკლებად აქტიური ბლოგერი ვარ.. არა, ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩემს თავს ყველაზე კარგ ბლოგერად ვთლი. მე მყავს ფავორიტები, რომლებიც ჩემს თვალწინ გაიზარდნენ და ძალიან საინტერესოები არიან. მე ვკითხულობ მათ პოსტებს <- ეს წინადადება შეიძლება უბრალოდ მოგეჩვენოთ მაგრამ ეს ასე არაა, რადგან მე მხოლოდ იმას ვკითხულობ რაც ძალიან-ძალზედ საინტერესოა.
ამ საქმეს მხოლოდ მას შემდეგ შევხედე სერიოზულად, როდესაც ამ სფერომ წამოიწია. მანამდე მე და რამოდენიმე ჩემს მეგობარს გვქონდა საიტი (ბლოგი) სადაც ერთმანეთს ახალ ამბებს და სიახლეებს ვუზიარებდით. ამას ცოტა სხვა მიმართულება ჰქონდა რადგან ეს უფრო კომპიუტერულ ტექნოლოგიებს შეეხებოდა, მაგრამ მაშინ ვერც წამოვიდგენდით რომ ესეთი სახე შეიძლებოდა ჰქონოდა ქართულ ბლოგსფეროს..
ნუ ერთხელაც შევნიშნე ბლოგი: Doin.ge თავიდან ცოტა ცუდი თვალით შევხედე, რადგან სულ სხვანაირი წერის სტილი და მიმართულება იყო.. წერდა კრიტიკას და წერდა ყველაფერს რასაც ფიქრობდა..
- კითხვა: რა ? რატომ ? ვის აინტერესებს ?
ეს კითხვები იმიტომ დამებადა რომ მანამდე ჩემთვის ბლოგი მხოლოდ ჩვეულებრივ საინფორმაციო ვებ-გვერდს ნიშნავდა, სადაც შეგიძლია რამე სიახლე გაიგო რომელიმე სფეროს მიღწევაზე თუ რაიმე ახლის აღმოჩენაზე, რაც შეგეძლო გაზეთში და ტელევიზორშიც გენახა.
თავიდან ცოტა მეტიჩრობაც მეგონა, რადგან ამხელა კაცს მეტი საქმე არ აქვს რომ რაღაც სისულელეებს წერს მეთქი და ნაზი ბიჭიც ვუწოდე კომენტარებში რაზეც შემდეგ მოვუბოდიშე.
რაც იყო, იყო.

მიხარია!
იმიტომ რომ მე არ მჭირდება ტელევიზორის ჩართვა, უცხოურ საიტებზე სტატიების ძიება (ნუ ამასაც აქვს თავისი დადებითი მხარე ენის შესწავლის მხრივ), თვალების თანგვა რაიმე საინტერესოს პოვნაზე ინტერნეტში.
თქვენთან ვიგებ ყველაფერ ახალს, საინტერესოს და სასარგებლოს.
იმიტომაც და რადგანაც მე გულწრფელი უნდა ვიყო, აუცილებლად უნდა დავკონკრეტდე...

მე თქვენ გკითხულობთ:
(გაითვალისწინეთ დანმიმდევრობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არც ის მაინტერესებს რამდენად პოპულარულები არიან სხვებისთვის ეს ბლოგები)

Sweet.ge - გოგოები, გოგოები და ისევ გოგოები. ბევრი რამე შეიძლება გაიგოს მკითხველმა თქვენი პირადი ცხოვრების და სურვილების შესახებ ამ ბლოგიდან. სულ ქალურ საქმეებსა და სურვილებზე წერ, თან იმდენად ქალურ რომ სულ შავი დიზოც რომ გეყენოს, მაინც ვარდისფერად მოგეჩვენება.
ბლოგსფეროს საწყისი ხარ და ამ ტიტულს იმსახურებ კიდევაც, ოღონდ შენს კატეგორიაში რასაც: სკანდალური, ექსტრავაგანტული და სუპერ-რეალითი ბლოგი ჰქვია.
შენ ხარ ყველგან და ყოველთვის, დაუზარელი და შრომისმოყვარე, ამიტომაც ბევრისთვის იდეალიც ხარ.
მე ვკითხულობ შენს ბლოგს,ოღონდ ცოტა იშვიათად, რადგან დამღლელია ამდენი ქალური ერთდროულად..
წარმატებებს გისურვებ ვარდისფერო გოგონავ :)
Kate9alukard.wordpress.com - ცოტა უცნაური სახელი კი გაქვს მარა მაგი არაფერი :) ძალიან კარგი და საინტერესო გოგო ხარ, ხშირად გაკითხავ და კმაყოფილიც ვრჩები. ერთერთი საუკეთესო ხარ ჩემთვის.
ესე გააგრძელე.
Tiny.ge - თინი, თინი, თინი კარგი გოგო ხარ.. იმდენად აქტიური ხარ, რომ შენთან კაცი არ მოიწყენს ;) ხარ სასაცილო და უიშვიათეს შემთხვევაში სერიოზული.. მიყვარს მხიარული ადამიანები, რადგან მე თვითონ არ შემიძლია ვიყო სერიოზული :). მართალია პირადად არ გიცნობ, მაგრამ უფრო მეტი ვიცი შენზე ვიდრე რეალობაში შეიძლება გავიგო შენგან.
ყველას აქვს თავისი იმიჯი, შენ ჩემთვის ბლოგსფეროს რისხვა ხარ :)
Qilipa.blogspot.com - კომენტარს არ გავაკეთებ შეგნებულად, მაგრამ მე მას ვკითხულობ.
Tskaro.wordpress.com - უცნაურია, ძალიან უცნაური. იშვიათად დაწერს რამეს საინტერესოს მაგრამ ისეთს რომ მერე 1 კვირა არ დაგავიწყდება. ძალიან იშვიათად, მაგრამ ვკითხულობ
Doin.ge - ამ ბოლო დროს მოისუსტებ.. იშვიათად გნახულობ, თან ისეთ შემთხვევაში, როდესაც რამეზე ნერვებზე ვარ მოშლილი და მინდა ამ ყველაფრის საცოდაობის საცოდაობა დავინახო იუმორით შეზავებული და ცინიზმით გაჯერებული. მე შენ გკითხულობ და შენ ჩემს თვალში ისევ დოინჯად რჩები.
Landish.ge - მოსაკლავი ხარ :) მეცამეტე გოჭი :) ჯამბაზი, ჯამბაზის ფორმაში. ნუ არ ვიცი რა :) კაიფი ტიპი ხარ და რაც მთავარია მოუსვენარი. ხარ ძალიან საინტერესო ადამიანი და შენ ახალისებ ყველაზე მეტად ჩემს Wall-ს.
ჯიგარი ხარ და ეგრე გააგრძელე.
Greenmar.wordpress.com - ძალიან, ძალზედ უბრალოა და სწორედ ეს მომწონს.. ცდილობს :) და გამოსდის. უბრალოდ სახალისოა.

ეს ყველაფერი არაა.. ეს ბლოგები პიროვნებების და მათი შეხედულებების შესახებ ინტერესის მხრით შეირჩა :) ვკითხულობ ისეთ ბლოგებსაც სადაც რაიმე ახალი შოუს ან მოვლენის შესახებ იწერება, უფრო მეტად კი ტექნიკის მიღწევებზე.
არ ვითხრი თვალებს ახალი ბლოგების ძიებაზე ^ კარგი თვითონ გამოჩნდება.
ძალიან საინტერესო ადამიანები ხართ და მიხარია რომ გიცნობთ.
ჩემი თავისუფალი დრო = თქვენ :) »

FriDay28
- ბრძოლა დღესვეე :)
- მოვდივართ საქმით, გპირდებით საქმეს
- ჩვენ შევცვლით
- გასაკეთებელი კიდევ ბევრია
- დასაქმება და დაბალი ტარიფები

ალბათ ყველამ მიხვდით საიდან და რა მოწოდებებია ეს :) ბოლოზე პრობლემა არ მაქვს რადგან რაღაც რეალურს ნიშნავს რასაც შეგვიძლია ჩავეჭიდოთ (ყვავს კაკალი გააგდებინეო) ხოდა მეც დიდხანს ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე რომ სწორედ ამ სიტყვებისთვის მიმეცა ხმა რადგან სხვები უფრო საეჭვოდ ჟღერს,
მაგალითად:
"ბრძოლა დღესვეე". კაი რა უბედურებაა ამდენი ბრძოლა, დავიღალე რა. უეჭველი რაღაცას გვაპარებს ეს უნამუსო ზვიად ძიძიგური :) აგვასხამს აბჯარ-იარაღს და გაგვიშვებს სადმე. ამ ყველაფერს რომ ყურადღება არ მივაქციოთ გავიხსენოთ სარეკლამო რგოლი:


(ის ხელს რომ უწევს 5 ნომერს ვერ გავაძრე :) იმან საერთოდ დაგლიჯა)
შედეგი გვაქვს უზარმაზარი ? რა შედეგი ერთი ? რა გააკეთა ? თუ არ ჩავთვლით რომ ეროვნული კაცია წამებულის იმიჯით. მომკალით და ვერ წარმომიდგენია ძიძიგური მერად. რაც მთავარია ბრძოლა დღესვეეე ! ამაზე მაგრად ვკაიფობ ხოლმე:) მე დღეს სხვა გეგმები მაქვს :) თქვენ ?

"მოდის საქმით, გვპირდება საქმეს"
სად იყო აქამდე ? რით ვეღარ მოვიდა ? ან საიდან მოდის და სად ? ნუ ეხლა პატიოსანი კაცია, რადგან არცერთი ხელისუფლების დონორი არ ყოფილა და მისი ბიზნესით უნდა რომ შეავსოს საქართველოს ბიუჯეტი. ეხლა ვერ შეავსებს ?.. ძალიან პატარა ვიყავი როდესაც ვუყურე მის სარეკლამო ვიდეოს და იმის მერე ჩვევასავით არის რა.. იქნებ შევიბრალოთ და ერთხელ მაინც მივცეთ შანსი ?


ცოდვა არაა ქართველები ასეთი ლამაზი ადგილიდან გავყაროთ ? :)

ჩვენო კეთილო ბაბუ, წარმატებებს გისურვებ..

"ჩვენ შევცვლით"

იმედია ხელისუფლებას გულისხმობენ თორემ დავიღალე ამდენი უაზრო ცვლილებებით, რომლებსაც არანაირი სასიკეთო შედეგი არ მოაქვს ჩვენთვის, თუ არ ჩავთვლით ინფრასტრუქტურას.
კი ბატონო შეცვალეთ.


რაც შეეხება მის სარეკლამო კამპანიას ძალიან ბანალური და ბავშვურია. მისი გამოშვერილი ბერა თითი ნერვებზე მშლის და უარეს შემთხვევაში მგონია რომ ვიღაცას უნდა გაუყაროს :) იმედია ეს ჩვენ არ ვიქნებით :) გეგმები კარგი აქვთ, მაგრამ ნდობის რა მოგახსენოთ. ხალხი უკვე ძალიან დაიღალა დაპირებებით და რაღაც რეალურს ითხოვს. მაგალითად: მაღალი ხელფასები, დაბალი ტარიფები და დასაქმება. სხვა ყველაფერი მოიცდის, მერეც შევცვლით.
და ისევ თითი:

ნუ იქნები ასეთი დარწმუნებული შენს თავში, რადგან მე იმაშიც არ ვარ დარწმუნებული რომ არ დამეზარება არჩევნებში წასვლა..
წარმატებები..

"გასაკეთებელი კიდევ ბევრია"
მთელი ზიზღით და სიბრაზით ვწერ ამ საცოდავებზე პოსტს.
რა გააკეთეს:
ავტობუსები,ხიდები,შენობები,გამწვანება,გზები.
მაგრამ:
თინა ბებო ისევ მშიერია, გიგას ფეხსაცმელების ფული არ აქვს, ნათია უნივერსიტეტიდან გამოაგდეს სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, გივი ისევ ავადმყოფობს და წამლების ფული არ აქვს, დათო ისევ იმ საცოდავ ხელფასზეა რითიც 3 შვილს ძლივს არჩენს, მაგრამ მათ აქვთ ხიდი, ავტობუსები, კეთილმოწყობილი ქუჩები და გზა.


მე არა !
თქვენ ?


ყვავს მოვპარე, იმედია არ მიწყენს :)
კაი ყველაფერს რომ შევეშვათ ვითომ რა გოიმობა იყო რომ ყველა ხელობაში სცადა ბედი გიგიმ ? გვანახებს რომ ისიც ჩვენნაირად შოულობს საჭმლის ფულს ? :)

გენაცვალეეეე !!! კაციიიიიიიი !!! ძმა ხარ ჩემი...

"დასაქმება და დაბალი ტარიფები"
აი ის შემთხვევა რომელიც მე რაღაც იმედს მაინც მაძლევს.


რატომ ?
იმიტომ რომ მათი პირობები რეალურია, თუ ცოტა ტვინი გეყოფათ და მოიძიებთ ინფორმაციებს ენერგორესურსებზე მიხვდებით რომ ეს ასეა.
მაშინ რატომ არ გვპირდებიან სხვები იგივეს ?
იმიტომ რომ არ სურთ გამოკვეთილი მოწოდებები რადგან სიტყვა = პასუხისმგებლობას, რასაც ფაქტია რომ გაურბიან ისინი.
მე ვაძლევ ხმას მათ რადგან არაფერში არ არიან გასვრილები, ვაძლევ იმიტომ რომ საკმაო განათლება აქვთ ამ სფეროში.
და მაინც დავუშვათ რომ ეს ასე არაა, რას ვაგებთ ? დაბალი ტარიფები მაინც გვექნება და ამოისუნთქებს ხალხი.

ყველას თავისი შეხედულებები აქვთ მათზე, ეს უბრალოდ ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ მინდა იცოდეთ რომ ყველას გაქვთ უფლება აირჩიოთ თქვენთვის სასურველი პიროვნება მერად, ეს თქვენი იურიდიული უფლებაა. »

FriDay28
მე მიყვარს თბილისი...
მართლა მიყვარს თბილისი ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს რომ რაიმე ნაცინალურში ვარ გაერთიანებული. მომწონს სიახლეები, რაღაც ახალი, ლამაზი, გამოსადეგი.

არ მესმის:


ეს რა უბედურებაა ?? ისე გააპიარეს ეს უბრალოდ "ხიდი" რომ თითქოს რამით გვიშველის, გვაცხოვრებს ? ეს კონცერტიც ვითომ რა სირობა იყო პირდაპირ მტკვრის ნაპირთან რომ გააკეთეს, ხიდი რომ გამოჩენილიყო ? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
მე პირადად ძალიან ვაფასებ ძველებურ სტილს ორნამენტებითა და Ancient დიზაინით.

არ მესმის:
რატომ გვილახავენ ტრადიციებს ? ის დედა....ლი დევლიშები, არანაირი ვაჟკაცობა რომ არ გააჩნიათ, კაბებს იცვამენ, პოპულარობისთვის რომ იძლევიან, გამოდიან და სულიკოს მღერიან. სულიკო ჩვენი ისტორიაა, ჩვენი განძია, სულიკოზე ტიროდნენ, უყვარდებოდათ..

ეს ყ..ეები კიდევ მღერიან:
"ვიტ...ულოთ ერთააად"
არ ვიცი ეხლა მაგათ დედებს თუ სულიკოები ჰქვიათ და ინცესტების მოყვარულები არიან.
საქმე ისაა იმედმა რეპორტაჟი გაუშვა ამ სირობაზე და დადებითათ შეაფასა, როგორც: ფორმულა კრეატივის: Creative Suite.
ხოდა მოგ...ანთ იმედიც.

არ მინდა ამით დავიტრაბახო მაგრამ ძალიან ერთგული ვარ ქართული სულის, მიყვარს ყველაფერი სუფთა ქართული, მიყვარს ქართველი გლეხი, რომელიც ჩემთვის პატიოსნებასთან, შრომისმოყვარეობასთან და პასუხისმგებლობასთან ასოცირდება..

ფეისბუკზე ვხედავ:


ვინც ეს გააკეთა იმის სულში ჩავაფურთხე. ვითომ ვინ ჩემი ფეხები ხართ თქვენ, ვისი იდიაც ეს იყო ? თქვენ ხართ ინტელიგენტები ? სვეცკები ? არა ! თქვენ ხართ საცოდავები, ამბობთ რომ უკომპლექსო და თავისუფლები ხართ, ისე იქცევით როგორც გსურთ, არაფრად აგდებთ ქრისტიანობას და ქართველ ხალხს, ბოზობთ და ყველაფერს აკეთებთ საბოლოოდ ფულისთვის.
მე ვარ გლეხი ! მე ვარ სოფლელი !
თუ ესეა არ მსურს ვიყო თბილისელი, თქვენნაირი.
ჯერ ერთი ყველანი სოფლელები არ ხართ ? რომელი თქვენგანის ნათესავი იყო ხოხბებს რომ აშენებდა ამ ტერიტორიაზე ? ერთადერთი თბილისელი ხოხობი იყო და იმასაც დედა უტირეს.

არ მეწერინება და არ ვწერ...
ხმას ვაძლევ: ქრისტიან-დემოკრატებს.
მკიდია: მიშა. »

TuesDay13
ერთი ფილოსოფოსი ამობდა: სიკვდილი დაავადებაა რომელსაც სიკვდილი კურნავს.
ასეა ეს ?
ყოველთვის მტანჯავდა კითხვა: თუ სიკვდილის შემდეს სამუდამო სასუფეველს ვპოვებთ მაშინ რატომ გამოგვიყო 100 წელი მოკვდავობისთვის ? ეს გამოცდაა ? იმის გამოცდა თუ როგორ ადამიანად ჩამოვყალიბდებით ? თუ უბრალოდ ჩვენი ქცევებით ბილეთი უნდა ვიყიდოთ იქ სამოთხეში.. თუ ეს უბრალოდ გამოცდაა მაშინ ნუღა ვამბობთ რომ ბედი არსებობს, რადგან გამოცდის დროს არჩევანის უფლება უნდა გვქონდეს, რასაც თავისი consequence მოსდევს რასაც მთლიანობაში ცხოვრება ჰქვია. ჩვენ ვქმნით გარემოებას და ვმართავთ მას.

როგორი წარმოგიდგენიათ ჯოჯოხეთი ? მუდმივი აუტანელი ტანჯვა ? ეს ხომ საშინელებაა. თან მუდმივი. რატომ გვწირავს ღმერთი ამისთვის ? ნუთუ რომელიმე ჩვენგანი იმსახურებს ამას (გარდა პიდარასტებისა და მანიაკების) ? რატომ აღარ უნდა მიეცეს მას მეორე შანსი ?

არ მინდა ჩათვალოთ რომ ურწმუნო ვარ.. მართალია რელიგია კანონია, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა დავფიქრდეთ. პირველები იყვნენ ადამი და ევა ? მაშინ როგორ გამრავლდნენ ? მინიმუმ 2 ოჯახი მაინც უნდა ყოფილიყო.. ერთს გოგო და ერთს ბიჭი უნდა ყოლოდათ და როგორც მე ვიცი (შეიძლება არ ვიცი) მათ გოგო არ ყავდათ და რომც ყოლოდათ მაშინ რა ?

მჯერა რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა და ყველაფერს თავისი ახსნა მოეძებნება. ყველაფერს დასაბუთება არ სჭირდება. ზოგი რამე უნდა იწამო. მე არ მჯერა რომ ღმერთი ასეთი ტანჯვისთვის ვინმეს გაიმეტებს და თუ გაიმეტებს არა მუდმივისთვის. მჯერა რომ ყველას უნდა მიეცეს მეორე შანსი ცხოვრებაში, რადგან ადამიანის ზრდასა და ფსიქიკურ ჩამოყალიბებაზე ხშირად გარემოება მოქმედებს.. ყველას ვერ ეყოლება კეთილი და მზრუნველი ოჯახი ასე რომ ის არც კეთილი გაიზრდება და არც უანგარო.. ანუ ის ვერც აცნობიერებს რა არის კარგი და ამის გამო ის იქ ხვდება სადაც მას უარესი ტანჯვა ელოდება ? მართალია ადამიანები რომლებიც თავს იკლავენ ბევრის ღირსებიც არიან. ღმერთმა მოგცა სიცოცხლე ხოდა ადექი და იცოცხლე, ღმერთმა მოგცა პირობები ხოდა ადექი და გამოიყენე მაგრამ იქნებ მისი სიცოცხლე იმდენად მტანჯველია რომ უბრალოდ ვეღარ უძლებს ?

როგორია სამოთხე ?
ერთ-ერთი ბლოგერის პოსტი წავიკითხე და მეც იგივე კითხვა დამებადა რაც მას.. ნუთუ სამოთხე უსაქმურების ადგილია ? მუდმინი განცხრომა რა ჯანდაბათ მინდა თუ რამე არ გავაკეთე. სულ სავარცელში ხომ არ ვიკოტრიალებ ლუარსაბივით ? ესაც ხომ ცოდვაა არა ? მაშინ რა უნდა ვაკეთოთ იქ ? და თუ უნდა ვაკეთოთ მას ხომ აზრი არ ექნება რადგან იქ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით კეთდება ? ამ შემთხვევაში ძალიან მომწონს მოკვდავის სიტუაცია.. ჩვენ ვშრომობთ რათა მივიღოთ ხელფასი და ვიცხოვროთ ისე რომ ჩვენს ფულსაც და გაკეთებულ საქმესაც ფასი ჰქონდეს.

მე ვფიქრობ ! უფრო სწორად მინდა რომ ასე იყოს: ყველა ადამიანის სული უნდა ბრუნდებოდს ახალი სხეულით. რაც არსებობს თუ ყველაფერი წრებრუნვაშია მაშინ რატომ არ უნდა იყოს ესეც ? ამდენი ხნის მანძილზე როგორ არ შეივსო სამოთხეში ადგილები ? :) ეს ხუმრობით..

ნუ მოკლედ ვიცი რომ უნდა ვიმარხულოთ, მოვინანიოთ ცოდვები და ვეზიაროთ.. სანამ იესოს საფლავზე ცეცხლი გადმოდის უნდა გვიხაროდეს რომ დრო გვაქვს მონანიებისთვის. იესომ ერთხელ უკვე იტანჯა ჩვენთვის ხოდა ავდგეთ და პატივი ვცეთ მას. უნდა ვაკეთოთ სიკეთე დაგვიფასდება იგი თუ არა და შემდეგ რაც იქნება ყველა ვნახავთ :) ან თქვენ ჩემზე ადრე :) მე აქ მირჩევნია ასე რომ დამტოვეთ :) »

SunDay11
ისა ხოოო... რა ხდება ეხლა ?
ბიჭოოოს..

სულ ორი სიტუაციისას მიყვარს წერა:
1) მინდა რამე საინტერესო დავწერო.
2) არაფერი საინტერესო არ მომდის თავში მაგრამ მაინც მინდა რამე დავწერო.

ეხლა მეორე სიტუაციაა...

აუცილებელია ყველგან და ყოველთვის რაიმე შინაარსიანი ეწეროს ? იქნება და მინდა სისულელეებით გავტენო ინტერნეტი კი არადა ბლოგი ? მეიბი აი ქუდ მეიკ იუ სმაილ..

ხოდა რა დავწერო ? იქნებ სათაურიდან გამომდინარე ?.. არა! არა! ძალიან ბანალურია ამ პროცესის აღწერა, მაგრამ მგონი საინტერესო უნდა იყოს ინფორმაცია კვერცხზე.. თუ სპორცმენი ბრძანდებით დღეში 1 თოხლო კვერცხი სრულიად შეგივსებთ დღიურ ნორმას.. 1 თუ 2 არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ კარგია და ვიცი რომ რამეს მაინც შეგივსებთ :)
კვერცხზე ამოვწურე ინფორმაცია..

მომბეზრდა უნი.. ვაი როგორ მომბეზრდაააა ! ერთი და იგივე,იგივე და ერთი ყოველ დღე. სახლიც მომბეზრდა, კომპიუტერიც, ეზოც, ქალაქიც, საბილიარდოც, ლუდიც და არაყიც, ორივე ერთად კი ვაფშე შემზიზღდა. რაღაც ახალს ვეძებ თუნდაც უაზროს და გიჟურს, რამეს, რამეს, რამეეეეს ! შევეტენები ყველას ვინც კი სადმე მიდის :) კლასელების შეკრებაც მინდა, მაგრამ არავის არ სცალია უფრო სწორად ეზარებათ. ჯგუფელები ხომ ვაშე მუდოები მყვანან რა ! რამეს დავაპირებთ და ყველა სახლში იპარება მხოლოდ ორგანიზატორები ვრჩებით..

აუ ხო KateAlukard შენი პოსტები მაგრად მახალისებს და მაგფრე გააგრძელე..

საიმონ სეის:
- დონთ სექს
- დონთ დრინკ
- დონთ ფაიგთ
ლისთენერ:
- სო ვოთ თუ დუ ?
საიმონ ანსვერს:
- ლაი თუ დე იდიოტს ! ლაიკ მი..

მოკლედ დროა გიჟ მოუდიდან სლიფინგ მოუდზე გადავიდე და იასნია რომ ხვალ დილით ამ პოსტს დედას ვუტირებ...
ნე ბეიტე !

მამა სვანი შვილ სვანს უცხოეთში გაუშვებს სასწავლებლად და ბრუნდება სვეცკი ევროპელი, ხოდა სვანი მამა სთავაზობს შვილ სვანურ საჭმელს.
- მამი! მამი! მე ლოკოკინა მინდა !!
- სად გინახო შვილო ლოკოკინა ?
ადგება გაბრაზებული სვანი და ეზოდან შემოიტანს ლოკოკინას.
ეს როჟა წრუპავს, წრუპავს, წრუპავს და არაფერი გამოდის, ჩახედავს ლოკოკინას და იგი ჩაკაიფებული ამოსძახის:
- გააგრძელე რა სიმონ.. »

WednesDay07
კარგია ის, რაც ბუნებრივია - შექსპირი..
ოფლის სუნი ?

ლამაზი და მშვიდი დღის ბოლოს ერთმა ციგანკამ მომიშალა ნერვები. სპეციფიური სუნი და მუქარა მოფურთხების ან ჩახუტების. არა ჩახუტებას ვინ ჩივის კაცო, სიკეთის და ერთმანეთის სიყვარულის სიმბოლო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მის მაისურზე ჩამოჟღენთილ ერთი კვირის ნაჭამი საკვების სიას, ეს არც ისე სასიამოვნო უნდა იყოს. ნუ მოკლედ სიბრალულის გრძნობა გაჭირვებული ახალგაზრდებისა თუ ინვალიდების მიმართ ზიზღად გადამექცა.. ხო მართლა ვაგზლის გადასასვლელზე ხელებ-მოღუნული ბიჭი რომ დგას, ის მეცოდება საშინლად.. ერთია როდესაც ეკონომიკური შესაძლებლობა არ გაქვს და მეორე როდესაც ფიზიკური..
დაახლოებით 3 რეისი გააკეთეს სანამ მე ერთი სადგური გავიარე და გამოვითვალე დასახარჯი თანხა ყველაზე მცირე სიკეთის გასაკეთებლად. ყველა მათგანს რომ დავეხმარო მალე მეც მათთან ერთად მომიწევს სიარული. თან 5 თეთრიანებს აღარც კადრულობენ და უკან გესვრიან სირცხვილ-დასაწველ შემოძახილთან ერთად. პრიკოლ ისაა რომ ოჯახებით დადიან უკვე, თან ისე გემოვნებიანად და შეხამებულად აცვია ზოგიერთს რომ ვეჭვდები, რამდენად კარგად მაცვია. ეს კიდევ არაფერი ერთ-ერთის ხელში (რუსთაველის მეტროში) ნოკია N72 რომ არ დამენახა.
აქაცა რეკავს მაა !!!
უკვე მობილური კავშირიც აქვს და ალბათ თანხების აღრიცხვა-განაწილებასაც ახდენენ. მალე ალბათ ერთ მუშტად შეიკვრებიან და რაიმე პატარა ასოციაციას ჩამოაყალიბებენ ყალთაბანდების, როგორც: "საქართველის ლატარიის კომპანია." მეტროდან გამოსული ვცდილობ სუფთა ჰაერზე კარგ ხასიათზე დავდგე და ავტობუსში ჭყლეტვა-გრეხის შემდეგ რას ვხედავ ? ისევ ციგანკებს, ჯავახიშვილის სასწავლებელთან (ვაკეში). ნუ ვხედავ რა, დანახვას კაცი არ მოუკლავს მაგრამ განსაკუთრებული შემთხვევა იყო, თან ისეთი რომ ავტობუსში მყოფი ხალხის სიცილისგან ლამის ავარია გააკეტა მძღოლმა. ერთი პატარა მაიმუნი ჩამოკიდებოდა სტუდენტს ჩანთაზე, სტუდენტი გზას აგრძელებდა და მიასრიალებდა ამ ბავშვს :) ნუ დაუვიწყარი მომენტი იყო, ვნანობ რომ ფოტოაპარატი არ მქონდა იმ მომენტში.
მახსოვს ჩემმა ჯგუფელმა პრეზენტაცია გააკეთა ამ თემაზე და ლამის აგვატირა. ისეთი შთაბეჭდილება დაგვიტოვა რომ იმ მომენტში მზად ვიყავით ქურთუკი გაგვეხადა და მიგვეცა :) შენც არ მომიკვდე !!
ვერ მოგართვით..
ეგენი დღეში იმაზე მეტს აკეთებენ ვიდრე მე კვირაში !! თუ ვაზვიადებ მაპატიეთ.. თან არ ვმუშაობს :) ჯერჯერობით !!!
ამ პოსტიდან გამომდინარე არ მინდა ვინმემ იფიქროს რომ გულქვა და ეგოისტი ვარ, უბრალოდ ციგანკები ნამდვილად არ არიან ისეთ დღეში რომ შეგვეცოდოს. არიან გაჭირვებულები რომლებიც მართლა საჭიროებენ დახმარებას (ქართველები) და ასეთებს ყოველთვის ვეხმარები..

აუ ეს სურათი რომ არ დამედო არ შემეძლო. (მაპატიოს ობიექტმა) რაც არუნდა ცუდ ხასიათზე იყო მაინც გაგეცინება :) რა ტიპია:

აუ ვინ აწერს "მე მშია"-ს და "მე მაინც მშია"-ს სამშენებლო ღობეებს ? მე უფრო მაგარი გავაძრე: "მე ვჭამე, მაგრამ არ მეყო და ისევ მშია" ვაკეში ჭავჭავაძის 18 შია :) »


ფოტო განწყობისათვის
http://dear.ge/Me/empire-state.png http://s3.tvali.ge/videos/2de3c6afc733405efa8ffe8522bd67d3.flv
FAVORITE ვიდეო
ჩემი ისტორია
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სიტყვის კონა
Beatbox სული ქალიშვილობა სტუმარი გოტიკი არასრულწლოვანი დასვენება მე ნაპოლეონი სევდიანი სერიალები 18+ ზაფხული მეგობარი ჰაუსი პლასტიკური მიქელანჯელო დიმ პროსტა რა ბათუმი ლოკოკინა ქორწინება რთული ეტაპი საშიში სწორი კვება ასაკი განუკითხაობა ციგანკები ბავშვი სპორტი ოჯახი სიბინძურე ერეკლე II უაზრო 2010 ბლოგსფერო სილამაზე კომპლექსი საინტერესო უტრაკო ტაგი გული ჯანმრთელობა ენერგია ფრაგმენტი პოზიტიური მერი თავისუფალი თამაში ფანტაზია ბეჭედი ბლოგერი ბედნიერების დევნაში აუდიტორია Safetysuit ერი რელიგია ინტრიგა მოწვეული სიცოცხლე ომი მძღოლი ტელეფონი ესსე ქრისტე მეხიკო ომედია ჯეიმს ქემერონი წესი ნაბიჯი დავალება გემოვნება გადაცემა მწვანე მუსიკა პროექტი ჰიტლერი სურვილი საიდუმლო ცხოვრება ინტერნეტი რეალობა შირენა მუს-პოსტ სიგიჟე დიზაინი სტალინი ტერორი ახალგაზრდა მიშა ქსელი ფანტომასი ტეგი საიტი ურთიერთობა ეფექტური შედევრი შეცდომა ლირიკები შვიდი ტურისტი გამოცდა რუსეთი ბლოგი აბდაუბდა სანაგვე ნიჭიერი avatar ემო ოცნება lockerz VISA ტრანზისტორი მშობლები თინი დღნაჩვი უსასრულობა პირობები საცოდაობა წრებრუნვა ულტიმატუმი BeardyMan ვებ-გვერდი სიკვდილი თბილისი პირველი პოსტი მეცნიერება მწეველი არჩევნები ფული საქართველო მწვანე გზა სამარშუტო ტაქსი სიგარეტი ვარჯიში პარფიუმერი სხეული სექსი დასაწყისი რეკლამა კოლოქვიუმი
Amazing თემები
მე და შენ
2012 წლამდე დარჩა დღე :)
შენ ხარ საიტის website hit counter-ე სტუმარი
ვებ გვერდი დაამზადა Masters.ge ჯგუფმა.
ვებ გვერდის ჰოსტერი uCoz სისტემა.
სულ ონლაინში: 0
სტუმარი: 0
მომხმარებელი: 0